მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“ საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ დატოვეს და „იმედზე“ გადავიდნენ, სადაც „ნიჭიერს“ აკეთებენ, ყველას აინტერესებდა, რას შესთავაზებდა მაყურებელს „რუსთავი 2“.
„რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერი, დათო იმედაშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ახალი მუსიკალური შოუს დაწყებას აანონსებს. მეგაშოუ ეთერში მალე ჩაეშვება. ეს არის მუსიკალური პროექტი, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობა მოიპოვა და სადაც კონკურსანტების ბედს პირდაპირ მაყურებელი წყვეტს.
„ამომავალი ვარსკვლავის“ კონკურსანტებს ხმას მაყურებელი აძლევს სპეციალური მობილურის აპლიკაციის საშუალებით, მხოლოდ ერთხელ – მისი შემდეგ ტურში გადასვლა იმაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ხმების 70 %-ს ან მეტს. ზემოხსენებული შოუ „იქს ფაქტორისა“ და „ხმის“ კონკურენტ შოუს მიიჩნევა.