ანუკი არეშიძე მილანის მოდის კვირეულზე საკუთარ კოლექციას მეორედ წარადგენს

0
2406

ქართველი დიზაინერი, ანუკი არეშიძე, თავისი ბრენდით ANOUKI უკვე მეორედ წარდგება მილანის მოდის კვირეულზე. 24 სექტემბერს, ქართული ბრენდის ახალ ნამუშევრებს პრეზენტაციის სახით წარუდგენს მაყურებელს, მილანის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში.

იტალიური მოდის ასოციაციამ დღეს გამოაქვეყნა ღონისძიების ოფიციალური განრიგი, სადაც აღნიშნულია, თუ როდის გაიმართება ანუკის კოლექციის ჩვენება.

მილანის მოდის კვირეულზე ისეთი ბრენდები წარდგებიან, როგორიც არის JIMMY CHOO, BALDININI, GIUSEPPE ZANOTTI, BALLY, BRUNELLO CUCINELLI, CASADEI, EMILIO PUCCI, SERGIO ROSSI. ღონისძიება 20 სექტემბერს გაიხსნება და 25 სექტემბრამდე გასტანს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here