„ჩემი ცოლის დაქალების“ ათწამიანმა თიზერმა, სადაც აშკარად წამყვანი ეკლესიის თემა იქნება და ანონსში მღვდლების გამოჩენამ სოციალური ქსელი ააფეთქა და უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი, რასაკვირველია, ელოდებოდა გამოხმაურებას, მაგრამ რეზონანსმა მის მოლოდინსაც გადააჭარბა. ქეთი ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილი კრძალავს ეკლესიის თემასთან მიახლოვებას, ის მაყურებლის აზრს ითვალისწინებს, მაგრამ არა იმდენად, რომ ამ თემას არ შეხებოდა…
ელოდებოდით ასეთ დიდ გამოხმაურებას „ჩემი ცოლის დაქალების“ ანონსთან დაკავშირებით?
ქეთი დევდარიანი:
ველოდებოდი და გაკვირვებული არ ვარ… ყველა კომენტარს ვერ გავეცანი, მაგრამ ვნახე გამოხმაურებები, აზრი ორად გაიყო. ანაფორა რომ გამოჩნდა სერიის თიზერში, რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო მაყურებლის ასეთი რეაქცია. მე-12 სეზონი უცნაურად იწყება, მაგრამ ვერ ვიტყვი, როგორ. შინაარსთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია. ვრცლად