გიორგი ვარდოსანიძემ ახალ სიმღერაზე კლიპი გადაიღო (ვიდეო)

გიორგი ვარდოსანიძემ ახალი კლიპი მუსიკომედიის თეატრში გადაიღო. სიმღერის სახელწოდებაა „აზრს“. მსახიობი დახმარებისთვის მადლობას უხდის ალეკო ბეგალიშვილს, გიორგი ყველაშვილსა და თათული თოხვაძეს, კლიპისთვის – Future Prodaction-ს.

შეგახსენებთ, რომ გიორგის ამღერების წარმატებული მცდელობა სიმღერას „ლანდებს“ უკავშირდება, რომელზე გადაღებული ვიდეოც არაერთმა ათასმა ადამიანმა ნახა. შემდეგ მან კიდევ ერთი კლიპი გადაიღო და თაყვანისმცემლებს ახლაც შეახსენა თავი, მორიგი ნამუშევრით.

Scroll to Top