3 შვილის დედა, რომელსაც ავარიის შედეგად ფეხის ამპუტაცია დასჭირდა: „ვდგავარ ერთ ფეხზე, მაგრამ მყარად…“ (ვიდეო)

0
1546

16 ივლისს, ავტობუსი, რომელსაც ბულგარეთში ანსამბლ „ერისიონის“ საბავშვო სტუდია „ლამპრები“ თურქეთში ავარიაში მოჰყვა. ავტობუსში იმყოფებოდა „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი, მაიკო ებრალიძე – 3 შვილის დედა, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, „იმედის დღის“ სტუმარი გახლდათ.

მაიკო ებრალიძემ გადაცემის წამყვანებს გაუმხილა, რომ ახლა ავტომობილით დადის.

„პირველ რიგში, საკუთარ თავს მე თვითონ უნდა დავხმარებოდი. ვდგავარ ერთ ფეხზე, მაგრამ მყარად… თავმდაბლობაში თუ არ ჩამომართმევთ, ნამდვილად არ ვარ ძლიერი ადამიანი, საოცრად სუსტი და ემოციური ვარ, მაგრამ ამ ორი თვის განმავლობაში რა სიყვარული და სითბოც დავინახე ხალხისგან, ამან გამაძლიერა…“, აღნიშნა „იმედის დღის“ რესპონდენტმა და დასძინა, რომ 16 ივლისს მეორედ დაიბადა. ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here