ჯენიფერ ლოპესი ქუჩაში ცოტა ხნის წინ ჩალურჯებული თვალით და ცხვირიდან მდინარი სისხლით გამოჩნდა – ის ის იყო მისმა ფანებმა ნერვიულობა დაიწყეს, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინა – ჯენიფერის სახეზე ჩვეულებრივი სისხლი კი არა გრიმი უსვია – მომღერალი სულ მალე მაყურებლის წინაშე ახალ ამპლუაში წარდგენა – ჯეილო მთავარ როლს სერიალში ასრულებს – ის FBI-ს აგენტს ასახირებს, რომელსაც შვილის გაზრდა მარტოს უწევს, გარდა ამისა, გამოძიების ფედრალურ ბიუროსთან თანამშრომლობს და საიდუმლო აგენტია. ფილმი კრიმანლური ჟანრის დრამაა – მისი პრემიერა 2016 წელს შედგება.
ლოპესის სამსახიობო მოღვაწეობა არავის უკვირს – ჯენიფერმა უკვე წლებია კლანჭები ჰოლივუდსაც მიაწვიდინა, თუმცა, ეს როლი მისთვის მართლაც გამორჩეული იქნება – პირველ რიგში იმიტომ, რომ ჯენიფერი სერიალში მთავარ როლს პირველად შეასრულებს. გარდა ამისა, მისი ფანები ალბათ რთულად თუ შეეგუებიან ყოველთვის მოწესრიგებული და გამოპრანჭული დივას კედებსა და მოუვლელ ვარცხნილობაში ნახვას. თუმცა, მოუწევთ შეეგუონ. სერიალის სახელოწდება “Shades of Blue“ გახლავთ, ნამუშევრის ავტორი ადი ჰასაკი გახლავთ, ჯეი ლოს გარდა ფილმში რეი ლიოტა და ვორენ კოული თამაშობენ.