ბოლო პერიოდია, პოპულარული ამერიკელი შემსრულებელი, კეტი პერი აქტიურად თანამშრომლობს ქართველი დების, გვანცა და ნინა მაჭარაშვილების ბრენდთან. მას ძალიან მოსწონს დების ხელწერა და ბრჭვიალა ნაჭრებით შექმნილი სამოსი და უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა ქართული ბრენდის Mach&Mach-ის ნამუშევრებში.
ახლახან, კერძოდ კი, 24 აგვისტოს, „იუთუბზე“ განთავსდა მომღერლის ახალი სიმღერა Swish Swish, რომელსაც ამ დრომდე უკვე 70 000 000-ზე მეტი ნახვა დაუგროვდა. კლიპის ბოლოს, კეტის კვლავ ქართველი დების მიერ შექმნილი წითელი ბრჭყვიალა ზედა და ქვედა აცვია. ქართული ბრენდის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე გამოჩნდა კეტის ფოტოები, სადაც მას ზემოხსენებული ორეული აცვია.