ქეთა თოფურიას დიზაინერული დებიუტი Mercedes-Benz Fashion Week-ზე შედგება (ფოტოები)

0
41

ერთი წლის წინ ქეთა თოფურიამ საკუთარი ტანსაცმლის ხაზის KETIone შექმნა. სულ მალე კი მისი დიზაინერული დებიუტი Mercedes-Benz Fashion Week-ზე შედგება.

“მოდის კვირეულში ვმონაწილეობ და ეს ყველაფერი ჩემი მეგობრების დამსახურებაა. თავდაპირველად, როდესაც მარკა KETIone ჩავიფიქრე, ჩვენებების მოწყობას არც ვგეგმავდი, რადგან არ მაქვს პრეტენზია, რომ პროფესიონალი დიზაინერი ვარ. მაგრამ მეგობრებმა გადამაფიქრებინეს. კოლექციის შთაგონების წყარო ლოს-ანჯელესი გახდა, ამიტომ ის უფრო ფერადია, ვიდრე წინა. ის სწორედ იმ სტილს გადმოსცემს, რომელიც მიყვარს და რომელსაც თავადაც ვხმარობ” – განაცხადა მომღერალმა.

KETIone-ის პირველი კოლექციის ჩვენება 23 ოქტომბერს შედგება.