შორენა ბეგაშვილი დასვენების დღეებს შავი ზღვის სანაპიროზე ატარებს. სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებს სხვადასხვა ადგილიდან. შორენა, ძირითად დროს, აუზზე ატარებს.
ახლახან აუზზე მყოფმა ფოტო გადაიღო და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გააზიარა. ტელეწამყვანს იმიჯის შეცვლა გადაუწყვეტია და თმა დაიხვია. ასეთ დახვეულ თმაში ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ მსახიობს კომპლიმენტებით ავსებენ და წერენ, რომ მას ყველაფერი უხდება. „ლორენ ჰილს ჰგავხარ“, უწერს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი.