ულამაზესი პიანისტი თათია შარანგია მესამე შვილის დედა გახდა. მასა და მის მეუღლეს, სანდრო შელიას პირველი საერთო შვილი შეეძინათ. პირველი ქორწინებიდან ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილთან, ლაშა შევარდნაძესთან მას ორი ბიჭი ჰყავს.
თათიამ თავისი პატარას შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
„დაიბადა ჩვენი სიყვარული!.. ენდრიუ ალესანდრო შელია. არ ვიცი, რა ვთქვა ამ საოცარ ბიჭზე. მადლობა ღმერთს ამ შეუდარებელი საჩუქრისთვის და მადლობა ჩვენს ანდრუშას, რომ ჩვენი ოჯახი აირჩია, რომ ჩვენ გაგვხადა ღირსი, გავმხდარიყავით მისი მშობლები“.
თათია შარანგიას საქართველოში არ უმშობიარია. მან სამშობიაროდ ბარსელონის ერთ-ერთი კლინიკა აირჩია.