სცემეს თუ არა ნიკა გვარამიას ფრანგულ რესტორანში

0
87

მანჩო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას, ერთ-ერთ ფრანგულ რესტორანში ვახშამი ჩაუშალეს და ამის დასტურად მოჰყავს ოთარ ისელიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი. ისელიძე წერს, რომ რესტორანში ნიკა გვარამია ერთმა ადამიანმა სცემა, რომლის ვინაობასაც არ გაამხელს, ხოლო გიორგი გაბუნია იქიდან გაიპარა.

მას შემდეგ, რაც მანჩო გიორგობიანმა ეს სტატუსი გააზიარა, ნიკა გვარამია თავად გამოეხმაურა: “ვინ რა დამაკლო, ვინ მცემა? ჟილაემოიე ზა დეისტვიტელნოე ნამეტანი დიაგნოზია. სულ არ ვიცი, ვინ ხართ. დამილინკეს საერთო მეგობრებმა და გპასუხობთ. ან რა სტატუსია, ან რა კომენტარი? ავად ხართ?“

მანჩო გიორგობიანს ვკითხეთ, რამდენად არის დარწმუნებული ამ ამბის სიმართლეში.

მანჩო გიორგობიანი:

ოთარ ისელიძეს პირადად ვიცნობ. არაჩვეულებრივი კაცია და ტყუილს არ დაწერდა. თბილისი პატარა ქალაქია და როგორც კი ეს სტატუსი გამოვაქვეყნე, ბევრი სხვა ადამიანისგანაც გავიგე იგივე ამბავი და ოთხმა პირადად დამიდასტურა. გარდა ამისა, რესტორნის სახელს ვერ გეტყვით, თავად თქვან, მაგრამ ოცი წელი იქვე ვცხოვრობდი და მეზობლებისგანაც გავიგე, პატრული იყო მისული.