10 წლის ბადრი, რომელიც იუსტიციის სახლთან ცხოვრობს, თქვენი დახმარების იმედად – „იქნებ, სადმე 3 კვ.მ. გამოუყოთ…“

0
1563

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც საზოგადოებას თავისი საქველმოქმედო საქმიანობით გააცნო თავი, მას კიდევ ერთი პატარა ბიჭუნას დახმარებას სთხოვს. საუბარია ბიჭუნაზე, რომელიც იუსტიციის სახლთან ცხოვრობს და სკოლაში არასდროს უვლია.

აკა ბაჩო შურღაიასა და პატარა ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ის სწორედ ბაჩომ იპოვა.

აკა წერს:

„ყურადღება! ეს პატარა ბიჭი ბაჩომ იპოვა, ალბათ ბევრს გინახავთ იუსტიციის სახლთან. ბადრი ჰქვია და 10 წლისაა. სკოლაში არასდროს უვლია, ქუჩაში ცხოვრობს დიდი ხანია, არ აქვს საბუთები და არ იცის წერა-კითხვა. ბავშვი რომ ქუჩას მოშორდეს და ნამდვილი ადამიანი გაიზარდოს, სასწრაფოდ გვჭირდება ბავშვების ფსიქოლოგი, იქნებ, რომელიმე კერძო სკოლამ კეთილი ნება გამოიჩინოს და უფასოდ ასწავლოს ბავშვს. ტანსაცმელი რაც ჰქონდა წამოვიღეთ, გავურეცხავთ და დავუბრუნებთ, საღამოს აბაზანასაც მოვუხერხებთ, მაგრამ მარტო ამით არაფერი ეშველება, იქნებ გამოჩნდეს ადამიანი, ვინც სადმე 3 კვადრატულ მეტრს გამოუყოფს, სადაც დაიძინებს და იმეცადინებს, ინვენტარს ჩვენ ვუშოვით. ასევე ადამიანი, რომელიც რამე ხელობას შეასწავლის, რითიც შემდეგ თავის რჩენას მოახერხებს, მაგალითად პროფილაქტიკაში ან რამე საამქროში. მანამდე კი მე და ბაჩო მივხედავთ.საბუთებსაც რასაც შევძლებთ გავაკეთებთ. რაც შეიძლება მეტი ბავშვი უნდა გამოვტაცოთ ქუჩას, რა ვიცით, რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვის…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here