კახა მამულაშვილს ძალიან უყვარს აუზზე ნებივრობა, ამიტომაც როგორც კი ამინდი გამოდის, ის ერთ-ერთ პრესტიჟულ აუზს მიაშურებს ხოლმე, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში მდებარეობს. სოცქსელში ხშირად აზიარებს ფოტოებს, რომლებიც სწორედ ამ აუზზე აქვს გადაღებული.
ახლახან უცნობ ქალბატონთან ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დააწერა: „არ დავინახო ეს უაზრო სათაურები, არ გამიქციოთ ახლა ეს გოგო, ძლივს გავიცანი…“
ფოტოს, რასაკვირველია, მოჰყვა გამოხმაურება. ტელეჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ცნობილ პროდიუსერს დაუწერა: „ლელასთან ვერ მივა ახლოსაც“.
„არ უთხრა, ცოლი რომ გყავს“
„პროვოცირებას უკეთებ ე.წ. ყვითელ ონლაინგამოცემებს“
„კინოში ერთად რომ გადაგიღონ, რა აზრის ხარ“