„მოჯოს“ სოლისტის, იან დესტალის საქართველოში ჩამოსვლას და მის მონაწილეობას „ოქროს ტალღაზე“ „კურიერი პ.ს.“-მა სიუჟეტი მიუძღვნა.
„წელს მას საპატიო როლი მისცეს – „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვებაზე მან რამდენიმე სიმღერა შეასრულა. მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული სიმღერის ავტორი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენს ქვეყანას ის სისტემატურად სტუმრობს, ძალიან უყვარს აჭარაში დასვენება და ქართველ მუსიკოსებთან ერთად ექსპერიმენტების ჩატარება. როგორც კი დაიწყება ჩვენი სიუჟეტი, თქვენ მაშინვე მიხვდებით, ვის შესახებ ვლაპარაკობ და რომელ პოპულარულ სიმღერას ვგულისხმობ“ – ასე წარადგინა იან დესტალი გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ.
სიუჟეტში იან დესტალი ახლოს გაგვაცნეს შემოქმედებითი თუ პირადი ცხოვრებით. გადაცემამ ასევე ასახა იანისა და დათო ევგენიძის, ასევე ნიაზ დიასამიძის ჯემსეიშენები. ნიაზთან ერთად იან დესტალმა ცნობილი სიმღერა „Lady“ შეასრულა. ვიდეო