თიკა ჯამბურია: „ისეთი გაბრაზებული ვარ, სასამართლოში ვიჩივლებ!..“

0
2414

თიკა ჯამბურია ჟურნალ „სარკესთან“ გავრცელებული ჭორების შესახებ საუბრობს, რომლებმაც, მომღერლის თქმით, მოთმინება დააკარგვინა. ახლახან საიტებმა კიდევ ერთხელ დაწერეს, რომ მომღერალი დანიშნულია, მას ორ სხვადასხვა ბიჭთან რომანს აბრალებენ, სინამდვილეში კი ისინი მისი მეგობრები არიან.

თიკა ამბობს:

„დადის ფოტოები, სადაც მეგობარ ბიჭებთან ერთად ვარ გადაღებული, ორივეს მიაწერეს: „თიკას შეყვარებული“ და ისიც ვერ გაარჩიეს, რომ სხვადასხვა ბიჭია. ერთ-ერთი ჩემი დაქალის შეყვარებულია და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდეს. ალბათ, არ მაქვს იმის უფლება, რომ ნამდვილი მეგობარი ბიჭი მყავდეს. ყველას ჩემი საქმროს ან შეყვარებულის იარლიყს აკრავენ. ძალიან დავიღალე.

ისეთი გაბრაზებული ვარ, ალბათ, საბოლოოდ, სასამართლოში ვიჩივლებ ჩემი და ჩემი უფლებების დარღვევისთვის პასუხს ვაგებინებ სააგენტოს, რომელიც ასე უსაფუძვლო ჭორებს მივრცელებს. არც სატირალია, არც გასაცინი! სამარცხვინოა ეს ყველაფერი!..

მამაჩემი ძალიან ღელავს. ამხელა კაცი ყოველდღე კითხულობს სტატიებს, სადაც სხვადასხვა ბიჭზე წერენ, რომ ჩემი შეყვარებული ან ქმარია. მამა ამის გამო ძალიან გაბრაზდა და მისაყვედურა. ოჯახისაც მრცხვენია და მეგობრებისაც“.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here