HELLO!-ს ივნისი ნომერში ქართული თუ უცხოური შოუბიზნესის ვარსკვლავების ინტერვიუებს გთავაზობთ საინტერესო და ორიგინალური ფოტოსესიების თანხლებით. მაშ ასე, რისი წაკითხვა შეგიძლიათ ივნისი გამოცემაში.
- Prime Show.
ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუს წამყვანები და გადაცემის შიდა სამზარეულო. HELLO! ივნისის ნომერში Prime Show-ს ფოტოსესიას წარმოგიდგენთ. გაიგებთ, თუ როგორ მოირგეს ჟურნალისტების ამპლუა არაპროფესიონალმა წამყვანებმა და ვისთვის აღმოჩნდა გამოწვევა „ტელეიმედის“ ახალი გადაცემა?!
- გვანცა დარასელია გოგონას დედა გახდა.
გვანცა დარასელიას ოჯახის ახალი წევრი. ცნობილი ტელეწამყვანის ქალიშვილი კამერების წინ პირველად გამოჩნდა. HELLO! ივნისის ნომერში, რუსთავი2-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანის ოჯახს გაგაცნობთ. რა სიურპრიზი გაუკეთა ლილემ მამას და როგორ შეხვდა პატარა დაიკოს გვანცას უფროსი ვაჟი – ერეკლე?!
- პიპა მიდლტონის ქორწილი:
პიპა მიდლტონის მეფური ქორწილის ექსკლუზიური ფოტომასალა. HELLO! ქეით მიდლტონის უმცროსი დის ბედნიერ დღეზე გიამბობთ. ივნისის ნომერში GILES DEACON-ის კაბაში გამოწყობილი 33 წლის პატარძალი, 41 წლის სასიძო, სამეფო ოჯახი და სხვა ზღაპრული ღონისძიების სხვა დეტალები გელით.
- მოგზაურობა ისტორიულ შატოში:
Secret Garden – HELLO!-ს რედაქტორის პროექტია. ნინო იოსელიანი ისტორიულ შატოს ეწვია და ბაგრატიონთა დინასტიის მამული გლამურული ფოტოსესიის ლოკაციად აქცია. ივნისის ნომერში, „შატო მუხრანის“ ულამაზეს ხედებზე გადაღებულ ფოტო პროექტს იხილავთ.