რა სიურპრიზი მოუწყო თათია შარანგიას ქმარმა

0
5802

პიანისტი თათია შარანგია გუშინ იუბილარი იყო. მეუღლემ მას ორიგინალური სიურპრიზი მოუწყო. წყვილი სიცილიაზე გაემგზავრა.

თათიამ მეუღლესთან ერთად, თბილისის აეროპორტში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. “Upcoming birthday present from my beloved one! Sicilia here we come!!!!! ‍♀️❤️”, – წერს თათია.

წყვილი სიცილიაში 3 ივნისს გაემგზავრა და დაბადების დღე რომანტიულად აღნიშნა.

“ამდენი ვარდი სიცილიის კუნძულზე სად იპოვა არ ვიცი, მაგრამ მინდა ასეთ სიყვარულში გავიღვიძო დიდხანს, დიდხანს! მადლობა ყველაფრისთვის.”– წერს თათია სოციალურ ქსელში.

თათია შარანგია და სანდრო შელია რამდენიმე წლის წინ, დაქორწინდნენ. წყვილი ახლა პატარას მოლოდინშია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here