“იქს ფაქტორის” მეორე ლაივ-კონცერტს მერაბ ამზოევი გამოეთიშა. ის აუტსაიდერებში მაგდა ვასაძესთან ერთად მოხვდა. საბოლოო გადაწყვეტილება გიორგი გაბუნიამ მიიღო და პროექტი მერაბ ამზოევის გარეშე დარჩა.
მომღერალმა გვიან ღამით, ბოლო ლაივ-კონცერტზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კონკურსი ჩემთვის დასრულდა.
პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
“პირველად ვწერ კომენტარს უბრალოდ არ შემეძლო 🙂 არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ სოფო საჟინიანისნაირი და მაგდასნაირი რომ დარჩება კონკურსში იდეაში შემდგარი “მომღერალი ” და მერაბს დაატოვებინებენ პროექტს და გაბუნიას ხმა იყო ბოლო სასაცილოა; დდ სატირალი რომ არ იყოს 🙂 მერაბ შენ უკვე ხარ ხალხის რჩეული 🙂 და ხალხის სიყვარული დაიმსახურე როგორც მომღერალმა 🙂 ისევ ქვეყნის გარეთ უნდა მიიღო კონკურსებში მონაწილეობა, სხვა ქვეყანაში შენ ნიჭს მეტად დააფასებენ, და მისცემეს გასაქანს 🙂 აქ სამწუხაროდ არ გაცადეს 🙂 როგორც მე, ალბათ ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა პროექტის ყურება რადგან ის ვინც ყველაზე საინტერესო იყო როგორც შემსრულებელი პროექტში აღარ არის…..”, – წერენ კომენტარებში.