გია როინიშვილის ემოციური მიძღვნა ქალიშვილს – „სულ მინდა გითხრა, ფრთხილად, თამამად…“

0
2243

გია როინიშვილი ქალიშვილს, მარიამს ოპერის სცენაზე დებიუტს ულოცავს და ვრცელ სტატუსს აქვეყნებს „ფეისბუქზე“, სადაც მას წარმატებას უსურვებს.

„თენდება… დღეს პრემიერა გაქვს… ვეცდები, ამ საღამოს მაყურებლად გადავიქცე…:) თეატრი დღესასწაულია!:))) პირველად შეაბიჯებ პროფესიულ სცენაზე! მინდა, რომ ეს „მოლიპული“  სცენა მყარი საყრდენი იყოს შენთვის… გენიალურ ავტორს ასრულებ (დონიცეტი), რომელსაც თუ ზუსტად „ამოიკითხავ“ საოცარ ძალას და ახალ ენერგიას მოგცემს, გზას დაგილოცავს მომავალი წარმატებისთვის! (ეს კლასიკოსების ბუნებაა, მათი ექსკლუზივი).

კარგად მახსოვს, როგორ აიდგი ფეხი… თითქოს რაღაცა მეორდება და სულ მინდა გითხრა: ფრთხილად, თამამად, არ შეგეშინდეს….. მაგრამ ამჯერად შენი მატარებელი ხელოვნებაა, მაღალი ხელოვნება რომელსაც უნდა დაუჯერო, ემსახურო, თავიც გაწირო… ის არასოდეს გიღალატებს! არასოდეს… ბევრი აღმოჩენა გქონოდეს ამ გზაზე! ვიცი, როგორ მოხვედი სცენის ზღურბლამდე, ვიცი შენი შრომისმოყვარეობა, გაუტეხელობა, შეუპოვრობა. ვიცი, ბევრი რამ ვიცი… სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის, და არც არავის გამოსვლია… სილაღე და კარგით გაკვირვება არ მოგშლოდეს – ეს არის გზაც და ხსნაც!… წარმატებას გისურვებთ მთელ შემოქმედებით გუნდს, ყველა მონაწილეს! :))))) წინ – აღმოჩენებისკენ!“, – აღნიშნავს გია როინიშვილი.

დღეს მარიამ როინიშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ადინას როლს შეასრულებს და ეს მისი სადებიუტო როლი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here