რა აკავშირებს ბერა ივანიშვილს ამერიკის ყველაზე სექსუალურ პატიმართან?

0
2213

ბერა ივანიშვილის გარშემო მითქმა მოთქმა არასოდეს წყდება. ცნობილი ქველმოქმედის ვაჟის ცხოვრების მიმართ, ინტერესი ბუნებრივია. ბერა რეპავს და მისი გეგმები მსოფლიოს შოუ-ბიზნესს უკავშირდება. მას პერიოდულად შეხვედრები აქვს, მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებთან. ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რამდენიმე დღის წინ, “ვოგის“ ფურცლებზე მოხვდა. ის პრესტიჟული გამოცემის ობიექტივში, მოდელ ჯერემი მექსთან და მუსიკოსთან “Maejor” ერთად მოხვდა. ბერამ ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, სათაურით: “როცა მუსიკა ხვდება მოდას“

ბერა მათ კანში შეხვდა, სადაც ისინი „ლორეალის“ ღონისძიებაზე  იყვნენ მიწვეულები.

რაც შეეხება, ჯერემი მიქსს, რომელიც ფოტოზე ბერა ივანიშვილთან ერთად არის გადაღებული, ის მოდელობამდე პატიმარი იყო.

ამერიკის ყველაზე სიმპატიურ და სექსუალურ პატიმრად აღიარებულმა ჯერემი მიქსმა, თავისი სამოდელო კარიერა აიწყო. ის სააგენტო White Cross Managementის ფოტოგრაფთა ობიექტივში მოხვდა.

31 წლის კალიფორნიელი პატიმარი, რომელიც 2014 წლის 19 ივნისს, იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, პოპულარული ერთ დღეში გახდა, მას შემდეგ, რაც სტოკტონის პოლიციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდზე მისი ფოტო გამოქვეყნდა. ჯერემი მიქსი ციხიდან 2016 წლის მარტში გამოვიდა. სამოდელო სააგენტო White Cross Management-თან კონტრაქტს, მან ჯერ კიდევ პატიმრობაში ყოფნისას მოაწერა ხელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here