სელენა გომესმა ახალი ალბომი გამოუშვა. კრებული, სახელწოდებით “Revival”, მომღერლის დისკოგრაფიაში რიგით მეორე სოლო სტუდიური დისკი გახლავთ, რომელზეც მუსიკოსი თითქმის ერთი წლის მანძილზე, 2014-ის ნოემბრიდან, მუშაობდა.
ალბომში სელენას 14 ახალი სიმღერაა შესული. მათ შორისაა “Good for You”, “Me & the Rhythm” და “Same Old Love”. სხვათაშორის ამ უკანასკნელზე გადაღებული კლიპი გომესმა 7 ოქტომბერს წარმოადგინა.
აქვე გეტყვით, რომ “Revival”-ის მხარდასაჭერი ტურნე სტარტს 2016 წლის 6 მაისს, ლას ვეგასში აიღებს…
[jwplayer mediaid=”4382″]