„იქს ფაქტორის“ ლაივ-კონცერტები ფილარმონიაში გუშინ დაიწყო. პროექტს, მაყურებლის გადაწყვეტილებით, ოთო ღურწკაია და „თი ბლუზ ბენდი“ გამოეთიშა. ოთო აუტსაიდერებში სოფო საჟინიანთან ერთად მოხვდა. საჟინიანი პროექტში გიორგი გაბუნიას გადამწყვეტი ხმის მიცემის შემდეგ დარჩა.
მართალია ოთო ესემეს ლიდერი არ იყო, მაგრამ მაყურებელმა ჟიურის გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილება „იქს ფაქტორის“ ოფიციალურ გვერდზე გამოხატა.
„სირცხვილია, რა მომღერალი გაუშვით“, „ სოფოს მიმართ ზიზღი მოდაში შემოვიდა? ადამიანს ხმა არაკლია, ვოკალი აქვს შესანიშნავი, ვიზუალი არაკლია და რას ერჩით? :დ გალანძღეთ ისინი ვინც ეგ გადაწყვეტილება მიიღო, სოფოს რაბრალია კაცო :დ ბოღმა დაგახრხობთ მალე“, „კონკურენტი მოიშორეს“, „რამდენს მოგწონდათ თურმე ოთო, დაგერეკათ აქ რომ ილანძღებით“, „ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება“, „საჟინიანს ამ პროექტში მომავალი არ აქვს“ – წერენ კომენტარებში.
ვინ დარჩება პროექტში და ვინ იბრძოლებს „იქს ფაქტორის“ ტიტულის მოსაპოვებლად, ამას მაყურებლის მიერ გამოგზავნილი მესიჯები წყვეტს, ამიტომ ნუ შეწყვეტთ აქტიურობას და თქვენი ფავორიტი პროექტს მიღმა არ დარჩება.