რეჟისორმა იუგო მორისმა, რომელიც ფართო საზოგადოებამ ჯგუფ “New One”-ის სიმღერისთვის “Artificial Love” კლიპის გადაღების შემდეგ გაიცნო, ახლახან ახალ პროექტზე დაასრულა მუშაობა. მან გადაიღო კლიპი რუსი შემსრულებლისთვის, პოლინა სტარი. კლიპი თვითონ გააზიარა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის შექმნაში მონაწილეობდა.
იუგო წერს:
“და აი, ისიც !!! ბევრი სირთულე გადავლახეთ, ასეთი რამ რომ გაგვეკეთებინა საქართველოში!!! #madeingergia ეს არის დამწყები მომღერალი რუსეთიდან, რომელიც ჩამოვიდა ჩვენთან საქართველოში ერთი დღით კლიპის გადასაღებლად…”