განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა გუშინ იუბილარი იყო, ის 44 წლის გახდა. მინისტრი მხარდაჭერის, გამხნევებისთვის, კრიტიკისა და მოსაზრებებისთვის ყველას დიდი მადლობას უხდის:
“ამასობაში, 44 წლისაც გავხდი. მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის, კრიტიკისა და მოსაზრებებისთვის, ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ერთად, აუცილებლად შევძლებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის გარდაქმნას და გაძლიერებას!”- წერს ალექსანდრე ჯეჯელავა.