ნოე სულაბერიძე, “პრაიმ შოუს” ბოლო გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:
“ეს ამბავი ორი დღეა ძალიან მაწუხებს და გადავწყვიტე დამეწერა. პრაიმშოუს ბოლო გადაცემამ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია (ზოგადად ეს სასურველი შედეგია) მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევას გვერდი ვერ ავუარე. ეს ის შემთხვევა იყო, როცა რესპოდენტთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ყველა ძირითადად იმაზე ვფიქრობდით ვინმე სიტყვის გარეშე არ დარჩენილიყო.
ამბავი :
რესპოდენტთა სიმრავლემ თემების ხშირი ცვლა გამოიწვია და ბოლოს აღოჩნდა, რომ გადაცემის დასრულებისას რიგი სტუმრების თავდასხმის ობიექტი, სოსო ბერიძე (ვისი სიმღერაც გაჟღერდა) აღოჩნდა კომენტარის გარეშე და ვერცერთმა ჩვენგანმა ვერ დავიცავით, რაც ძალიან ჩამრჩა… განურჩევლად იმისა, რომ ვიღაცეებს შეიძლება ,,ეგოიმებოდეს” გარკვეული ტიპის რეპერტუარი, ვთვლი რომ მას ისევე როგორც ყველა ,,სვეცკის” აქვს არსებობის უფლება. გულწრფელად მინდა ვუსურვო წარმატება და კარგი შემოსავალი. ვწუხვარ რომ სიტყვის გარეშე დაგვრჩა” – წერს სულაბერიძე.