ზაზა ფაჩულიას ოჯახს ემუქრებიან

0
3672

საქართველოს ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ოჯახს „სან ანტონიოს“ გულშემატკივრები ემუქრებიან. “Sports.yahoo.com-ის” ცნობით, NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, „სან ანტონიოს“ ლიდერმა კავაი ლეონარდიმ, ტერფის ტრავმა სწორედ ფაჩულიასთან ორთაბრძოლის დროს მიიღო, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი განზრახ უხეშ თამაშში დაადანაშაულა. ამ გუნდის გულშემატკივარმა კი ფაჩულიას მუქარის წერილები გაუგზავნა, რის გამოც სან-ფრანცისკოს იმ სკოლაში, სადაც ზაზას შვილები სწავლობენ, სპეციალური დაცვის დაქირავება გახდა საჭირო.

ფაჩულიამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არსებული სიტუაციის გამო, ის პასუხისმგებლობას გრეგ პოპოვიჩს არ აკისრებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ „სან ანტონიოს“ მწვრთნელის განცხადებამ, ამ გუნდის გულშემატკივრები მის მიმართ კიდევ უფრო მეტი აგრესიით განაწყო.

წყარო: „იმედი“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here