“წარმოშობით ქართველი“ – ასე წარადგინეს მსახიობი მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე ფილმის ჩვენებისას, რომელიც რამდენიმე საათის წინ შედგა.
უნგრელი რეჟისორის, კორნეი მუნდრუცოს ფილმი “იუპიტერის მთვარე“, რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის 70-ე კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში იყო შესული. კანის ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში, წელს 18 ფილმი მოხვდა. მერაბ ნინიძე ფესტივალზე სადად ჩაცმული მივიდა, მას მაისურზე ქართული წარწერით: “მე”.