მომღერალი ლელა წურწუმია სექტემბერში გერმანიას ეწვევა. ის მიუნხენში 23 სექტემბერს კონცერტს გამართავს. ღონისძიების ორგანიზატორი გვანცა შალამბერიაძეა.
ლელა წურწუმიას კონცერტი “Gasteig Blak-Box -ში” ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ლელა წურწუმია ემიგრანტებისთვის ხშირად მღერის სხვადასხვა ქვეყნებში. ის ორი დღის წინ, ამერიკიდან დაბრუნდა, სადაც ორი კონცერტი ჩაატარა.