“ამ პროექტმა საკუთარი თავი მაპოვნინა ისეთ ასაკში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განაჩენია (იყო 44 წლის)“

0
1743

მატილდა კატალია მაყურებელმა “იქს ფაქტორიდან“ გაიცნო.  44 წლის ქალბატონმა, რომელიც მთელ დროს ოჯახის მოვლას უთმობს, მენტორების და მაყურებლის ყურადღება, მუსიკალური გემოვნებით და სისადავით მიიქცია. ლელა წურწუმიამ გუშინ, მატილდას პროექტი დაატოვებინა, პროექტის ჟიურის წევრი, კატალიას სცენაზე გამოემშვიდობა და პროექტიდან გაშვების გამო ბოდიშიც მოუხადა. მატილდა კატალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“წარმოუდგენელი რაოდენობის წერილები.  წარმოუდგენელი შეგრძნებები… ამდენი სითბო და სიყვარული, ნეტა რისთვის მომეცა ღმერთო … თუმცა ვერანაირად ვერ შევეგუები ამ პროექტის ლანძღვა – გინებას: პროექტის, რომელმაც თქვენი თავი მაჩუქა, მე მარტო, ამ პროექტის გარეშე, ამას ვერ შევძლებდი და კიდევ 44 წელი ვიჯდებოდი სახლში… რამდენი ნიჭიერი ადამიანი გავიცანი…

ვერც დარჩენილი კონკურსანტების აუგად მოხსენიებას ვერ შევეგუები: თუ გინდა განვითარდე და რაღაცას მიაღწიო, დიახაც ამისთვის ძალიან ბევრი უნდა იშრომო, ისწავლო, ბევრ პროექტებში მიიღო მონაწილეობა, სხვანაირად ვერ განვითარდები.

ამ პროექტმა, საკუთარი თავი მაპოვნინა ისეთ ასაკში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში – განაჩენია (იყო 44 წლის): ვაპირებ ვოკალურადაც ვიმუშაო და რა გამოდის: იმიტომ რომ х- ფაქტორში ვმონაწილეობდი, არსად არ მივიღო მონაწილეობა?

ვერც ქ-ნი ლელას ლანძღვას ვერ შევეგუები, მან მე იმდენი სითბო, სიყვარული, იმედი მაჩუქა და ეს იყო ნამდვილი, დაუგეგმავი და “არაჩაწყობილი” <3 ჩაწყობაა, ჩაწყობაა.. ჩაწყობაა.. თავაწეულმა შემიძლია თამამად ვთქვა: არავისთან არაფერი ჩამიწყვია, ნამდვილად პირდაპირ სამზარეულოდან მოვედი და როგორ დავიჯერო, რომ მხოლოდ მე მოვხვდი ჩაწყობის გარეშე…

ყველას ჩვენ ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მთავარია წუწუნის გარეშე მოვახერხოთ ამ ჯვრის ტარება <3 პოპულარული შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ არ ჰქონდეს ამდენი სითბო და სიყვარული, რაც ყველა ადამიანს სჭირდება ბედნიერებისთვის, ქედს ვიხრი თითოეული თქვენთაგანის წინაშე გვერდში დგომისთვის, ბედნიერი წუთებისთვის, რომელსაც თქვენი გულწრფელობით მანიჭებთ. გკოცნით, გეფერებით, მაგრამ არ გემშვიდობებით. თქვენი მატილდა…“ – წერს მატილდა. <3

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here