25 წლის კალათბურთელი გიგა კვეტენაძე, რომელიც სოხუმის გუნდის მოთამაშე გახლავთ, 22 წლის ნათია თოდუაზე 26 სექტემბერს დაქორწინდა. ნათიამ ახლახან დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი, მუშაობს ერთ-ერთ კლინიკაში, გიგა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, სპორტსმენია.
წყვილის ფოტოებმა, რომელშიც “მთავარ როლს“ კალათბურთის ბურთი “ასრულებს“, სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ფოტოები პატარძალმა ექსკლუზიურად ჩვენს საიტს მიაწოდა და რამდენიმე შეკითხვაზეც გვიპასუხა.