რას აკეთებს ნანუკა ჟორჟოლიანი გაჭირვებული სტუდენტების დასახმარებლად?

0
1885

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაჭირვებული სტუდენტების დასახმარებლად, საკუთარი ტანსაცმლის გაყიდვა გადაწყვიტა. მან ერთ სტუდენტს სწავლა უკვე დაუფინანსა, ამის შესახებ ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ესეც პირველი სტუდენტი, რომელიც გაყიდული ნივთებით დაფინანსდა. ეს მხოლოდ დასაწყისია. იმედია ბევრის დაფინანსებას მოვახერხებ“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და ულამაზესი სტუდენტის ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ნივთების გაყიდვის შედეგად სწავლა დაუფინანსდა.

პირველი სტუდენტი, რომელიც ამ აქციით ისარგებლებს მარიამ ბეროშვილია. მარიამი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს. პირველი კურსი წარმატებით დაასრულა. სამწუხაროდ მეორე კურსის ბოლოს, მამა გარდაეცვლა. სტრესისა და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მარიამმა აკადემიური აიღო, მაგრამ მალე მეგობარმა თანხა ასესხა (1100ლარი) და თებერვალში სწავლა გააგრძელა. მეორე კურსიც წარმატებით დახურა და ვალის გასტუმრების მიზნით მუშაობა დაიწყო.

7ოქტომბერს მარიამის ძმა (გიორგი ბეროშვილი, მსოფლიო ჩემპიონი სამჭიდში) ავარიაში მოჰყვა, სიკვდილს გადაურჩა და ახლა რეაბილიტაციას გადის. მარიამის ხელფასიც და ოჯახის მთლიანი შემოსავალიც გიორგის ხმარდება. ამიტომ მან, საკუთარი სწავლის დაფინანსება ვერ შესძლო. ერთ თვეში ბაკალავს უნდა ამთავრებდეს, მაგრამ მესამე კურსის დაწყების მოლოდინშია. მარიამი სწავლას გააგრძელებს. მას გაყიდული ნივთებით დავუფარავთ ერთი წლის თანხას, 1125 ლარს ♥ წარმატებები მარიამ“ – წერს ნანუკა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here