თამო ვაშალომიძემ ჯენიფერ ლოპესის ძვირადღირებული კაბა მოირგო

0
4074

თამო ვაშალომიძე თამამი ჩაცმულობით, საზოგადოების გაოცებას აგრძელებს. მოდელი გუშინ „ატელიე კიკალას“ ჩვენებაზე თამამი კაბით გამოჩნდა. წითელმა სექსუალურმა კაბამ, რომელშიც მკერდი თითქმის შიშველია, საზოგადოება აღაფრთოვანა.

– თამო, რატომ გადაწყვიტეთ ასეთი თამამი კაბის ჩაცმა მოდის კვირეულზე?

– მოდის კვირეული როცა ტარდება, ადეკვატურად ჩაცმული უნდა მიხვიდე, იმიტომ რომ ასეთია კვირეულის წესები. ეს კაბა ვერსაჩეს მიერ არის შექმნილი, ასეთი კაბა დიზაინერმა, ჯენიფერ ლოპესისთვის შექმნა და მეც მომეწონა. როცა დავიწყე ფიქრი იმაზე, რა ჩამეცვა მოდის კვირეულზე „ბრენდ შოპს“ დავუკავშირდი და სწორედ მათი საშუალებით გავაკეთე სპეციალური შეკვეთა „ვერსაჩეს“ მოდის სახლთან და რამდენიმე დღეში კაბაც ჩამომივიდა.

– რა თანხა დაჯდა ამ კაბის შეძენა?

– ზუსტ ციფრს ვერ დავასახელებ. მხოლოდ იმას გეტყვით რომ რამდენიმე ათას დოლარზეა საუბარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here