Justin Bieber-ის შიშველმა ფოტომ ინტერნეტი ააფეთქა

0
42

Justin Bieber-ი ისევ ყვითელი მედიის ყურადღების ცენტრშია.. უფრო სწორედ მისი უკანალი. ამჯერად კანადელ შემსრულებელს დებოშის მოწყობა არ დასჭირვებია. მან უბრალოდ შიშველმა იპოზიორა და ერთი ფოტოთი მთელი ინტერნეტ სივრცე ააფეთქა. რამდენიმე დღის წინ Justin-ის ინსტაგრამის გვერდზე მისი შიშველი ფოტო გამოჩნდა, რომელშიც შემსრულებელი ზურგით დგას და თავის უკანალს უკეთებს დემონსტრირებას. ამავდროულად არტისტი ხელს წინ მდებარე მთებისკენ იშვერს. Justin-ის ფოტო გემბანზეა გადაღებული.

ფოტომ რამდენიმე საათში რეკორდული რაოდენობის ლაიქები და კომენტარები დააგროვა. თავად არტისტს სურათი არ დაუსათაურებია, მაგრამ ეს მის მაგივრად მისმა თაყვანისმცემლებმა გააკეთეს. რა თქმა უნდა Bieber-ის ფანების გარდა ფოტო ანტი ფანებმაც ნახეს და მეტი რა უნდოდათ. ზოგმა მომღერლის უკანალს ცნობილი მულტფილმის პერსონაჟი – სპანჯბობი მიახატა, ზოგმას Justin-ს Kim Kardashian-ის დუნდულები მიაბა. ინტერნეტ მომხმარებლის უმეტესობისთვის კი ყველაზე სასაცილო, Bieber-ის უკანალზე მიმაგრებული მისივე სახე გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მომღერალი ამ ეტაპზე ტურნესგან ისვენებს და ცოტა ხნით ე.წ. შვებულებაშია. Justin-მა უკვე მოიარა ჰავაი და კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოგზაურებს. ზემოთხსენებული სკანდალური ფოტოც ერთ-ერთ გემბანზეა გადაღებული, თუმცა კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს ჯერ კიდევ პასუხგაუცელელი რჩება – მაშინ, როდესაც Bieber-ი გემბანზე შიშველი დატანტალებს, ვის უჭირავს ფოტოაპარატი?!
Justin Bieber naked