რა კომენტარს აკეთებს თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიაზე რუსეთის წარმომადგენელის არდაშვებაზე?

წელს ევროვიზიაზე, საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. თაკო უკვე უკრაინაში იმყოფება და გამარჯვებისთვის ემზადება. ცნობილია, რომ წელს კონკურსზე რუსეთის წარმომადგენელი არ დაუშვეს. თაკომ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ის პერიოდი გაიხსენა, როცა ის, სტეფანე, ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სიმღერის სათაურის გამო, არ დაუშვეს და რუსეთის წარმომადგენელზეც ისაუბრა: “უკრაინის წესები ასეთია. რუსეთმა კი ერთი წელი დაისვენოს, სამაილოვა მონაწილეობის მიღებას შემდეგ წელს შეძლებს”.

Scroll to Top