ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ ეკა ხოფერიას გუშინდელ გადაცემას, სადაც ამ უკანასკნელს ნინო ჩხეიძე ჰყავდა სტუმრად, რეიტინგით მოუგო. ამავე სტატუსში ნანუკა მაია ასათიანის ეთერში დაბრუნებას აღნიშნავს და მას დაბადების დღეს ულოცავს.
ნანუკა წერს:
„მოუგო იმ გადაცემას, სადაც ნინო ჩხეიძეა, არაა მარტივი საქმე 🙂 თუნდაც ეს იყოს პატარა სხვაობა. წარმატებული დღე ყველას და განსაკუთრებით იუბილარ გოგოს, რომელიც დღეს დაგვიბრუნდა ყველას. მაია ასათიანი, 17 წელია, ერთად მოვდივართ და იმედია, შევაბერდებით ერთმანეთს. გილოცავ დაბადების დღეს!..“