სალომე გოგიაშვილი მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა. მალე ტელესახე ახალ საქმიანობა სიწყებს, მისი მაღაზია რემონტდება და რამდენიმე კვირაში იტალიური ავეჯის სალონს გახსნის. სწორედ საქმიანი მიზნით გაემგზავრა საზღვრებს გარეთ და მანამდე ძალიან ემოციური სტატუსი დაწერა თავისი შვილის, იკას შესახებ.
„მოკლედ, დღეს მე და ჩემი ქმარი საქმეზე მივფრინავთ. ჩალაგების დროს ჩემმა მესამემ მიყურა, ეტყობა მიხვდა, არ დამტოვო დე და კარგად მოვიქცევიო, ჭკვიანმა მშობლებმა ღამის ორ საათზე ბილეთი ავუღეთ და მიგვყავს!!! ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია სიყვარული ესე გავცე და მივიღო. თქვენც გისურვებთ, მუდამ იგრძნოთ ასეთი სიყვარული, როგორიც დღეს მე მემილიონეჯერ ვიგრძენი…“, აღნიშნავს სალომე „ფეისბუქ“-სტატუსში“.