დღის ფოტო – მამულიჩასა და ლელა წურწუმიას ხორუმი ხალათებით

0
2896

ქართული შოუბიზნესის წევრები თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ, სადაც დათო გომართელის ახალი კლიპის პრეზენტაცია და კონცერტი გაიმართა. მათ შორის იყვნენ კახა მამულაშვილი და ლელა წურწუმია, რომლებიც, როგორც მამულიჩას „ფეისბუქ“-პოსტებიდან ჩანს, ძალიან გაერთნენ. მათთან ერთად სუხიშვილების მოცეკვავეებიც გაემგზავრნენ.

ახლახან მამულიჩამ გამოაქვეყნა ფოტო სათაურით: „წავიდე ხორუმი“, სადაც სასტუმროს თეთრ ხალათებში გამოწყობილი ლელა, მამულიჩა და სუხიშვილების მოცეკვავეები ხორუმის შესრულებას ცდილობენ.

ფოტომ დიდი მხიარულება გამოიწვია „ფეისბუქ“-მომხმარებლებს შორის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here