Mila Kunis-ს ჯერ პირველი შვილის გაჩენა არ დააცადეს და ახლა უკვე მეორე ფეხმძიმობას აბრალებენ – როგორც მედიასაშუალებები იტყობინებიან, დიდი დაკვირვების შემდეგ დაასკვნეს, რომ Mila-მ ალკოჰოლის მოხმარებაზე კატეგორიული უარი თქვა, ამას გარდა საგრძნობლად გაიზარდა მისი საკვები ულუფების რაოდენობა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახლობლების კთხვაზე, უკვე მეორე პატარასაც ხომ არ ელოდება Kutcher- Kunis-ის წყვილი, Mila მხოლოდ იღიმის და პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
ტაბლოიდთა აზრით კი ეს სრულიად საკმარისი ფაქტორებია იმაში დასარწმუნებლად, რომ ჰოლივუდის ულამაზესი წყვილი მეორე პატარას მოლოდინშია – მით უმეტეს, რომ Ashton-თან ურთიერთობის დაწყებისას Mila-მ განაცხდაა, ჩემი ოცნებაა დიდი ოჯახი მყავდეს და სახლში ბევრი პატარა დაქროდესო.
Mila Kunis-ი და Ashton Kutcher-ი უკვე წლებია ხვდებია – დასრულდა თუ არა Kutcher-ისა და Demi Moore-ის ოჯახური ცხოვრება, სიმპათიური მამაკაცის ცხოვრებაში ლამაზმანი გამოჩნდა, წყვილმა ურთიერთობა მალევე დაიწყო და ისედაც გამწარებული Demi Moore-ის ცეცხლზე ნავთი დაასხა. მიუხედვაად დიდი დრამებისა და გაწევ-გამოწევისა, Demi-მ ყოფილ ქმართან ურთიერთობა დაალაგა და Mila-ს შვილის შეძენაც კი მიულოცა. წყვილის პირველი პატარა, Wyatt Isabelle-ი ქვეყანას ოქტომბრის დასაწყისში მოევლინა.