გადაცემა “ბინა 18“ “ჯი დი ესიდან” “იმედზე“ გადავიდა. როდიდან გავა ახალი ფორმატით პროექტი ეთერში, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. რა ცვლილებები განხორციელდა რეიტინგულ იუმორისტულ გადაცემაში, ამის შესახებ “მიუზიკ ბოქსს“ გადაცემის წამყვანი, ლევან გოგორელიანი ესაუბრა.
– “ბინა 18“ “იმედზე“ გადავიდა, თუმცა ზუსტად როდის გავა ეთერში ვერ გეტყვით. “იმედი“ უფრო დიდი ტელევიზიაა და შესაბამისად, ფართო მასებზე არის გათვლილი. ამიტომ ყველა ხუმრობას და “პონტს“ ისეთ კუთხეს მოვუძებნით, რაც მასებზე იქნება გათვლილი.
– რა ბედი ეწია რობერტო მავანის?
– რობერტო მავანი არის მთავარი და რობერტოს გარეშე არ არის მავანი. ის თავისთავად იქნება და სხვა კუთხით დაგვანახებს ყველაფერს. უფრო საინტერესოდ დაანახებს საკუთარ თავს მთელ საქართველოს. ზუსტად ისე, ბევრი ხალხი, რომ დაინტერესდეს და გაიგოს რა უნდა რობერტო მავანის.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი თანაწამყვანი, ნინი გოგიჩაიშვილი, “ბინა 18-ში” აღარ იქნება…
– ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. შესაძლოა ბენდთან ერთად, ელექტრონული მუსიკის სინთეზიც მოხდეს გადაცემაში და ნინიც დარჩეს პროექტში, მაგრამ ეს მუსიკალური მხარეა და ამაზე მე პასუხი ნამდვილად არ მაქვს.