“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტ-საბჭოს წევრი, კოტე იოსელიანი დეპუტატ თინა ბოკუჩავას ქმარია. თინას და კოტეს სასიყვარულო ურთიერთობა სამი წლის წინ დაიწყო და ოჯახის შექმნით დასრულდა. წყვილს პატარა ვაჟი ნიკო ჰყავს, თუმცა თავიანთი სიყვარულის შესახებ, ამ დრომდე არც თინას და არც კოტეს არასდროს უსაბრიათ.
კოტე იოსელიანი საზოგადოებისთვის ცნობილი, რამდენიმე დღის წინ გახდა, როცა ირაკლი სესიაშვილის შვილი, ლესელიძეზე მომხდარ ქურდობასთან შესაძლო კავშირში დაადანაშაულა. ბუნებრივია, ამ სკანდალური განცხადების შემდეგ, იოსელიანის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა.
კოტე იოსელიანმა ჟურნალ “თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, მისი და თინა ბოკუჩავას ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
“თინა ჩემმა მეგობარმა, ივანე ბოჭორიშვილმა გამაცნო, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს. მან ბევრი რამ გააკეთა, რომ ერთმანეთს შევხვედროდით. ჩვენი გაცნობა მოხდა მოგვიანებით, სამი წლის შემდეგ. 2013 წელს, ბათუმში პიაცაზე, ვახშამზე დავპატიჟე. არაჩვეულებრივი საღამო გავატარეთ, თუმცა შემდეგ დავშორდით და აღარ გვქონია ურთიერთობა. თინა ოპოზიციაში ყოფნის დროს დაისტრესა, მეც საქართველოში დავბრუნდი და დავქორწინდით. თინას გაცნობამდე ცოლი არ მყოლია, მე 33 წლის ვიყავი, ის ჩემზე ორი წლით უმცროსია. ყველაზე რთულ პერიოდში, დაქორწინებაზე სწორ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით. ჩვენ გვყავს 2 წლის შვილი ნიკო, რომელიც დაუშრეტელი ენერგიის მქონე ბავშვია და ჩვენი ცხოვრება სრულად შეცვალა“ – აცხადებს კოტე იოსელიანი “თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.