არავითარი სამოსი, არავითარი მაკიაჟი და არავითარი ფოტოშოპი – ეს ის სამი მოთხოვნა გახლავთ, რომელიც დემი ლოვატომ ჟურნალ Vanity Fair-ის ფოტოგრაფს – პატრიკ ეკლესაინს წაუყენა. მომღერალი გლამურული გამოცემის ახალი ნომრისთვის სრულიად გაშიშვლდა და ეს კიდევ ერთხელ მოახერხა მედიის ალაპარაკება, თუმცა ეს სწორედ ის შემთხვევაა სადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზეა შესრულებული და ყვითელ გამოცემებს ძალიანაც რომ უნდოდეთ მომღერლის გაკრიტიკება, არაფერი გამოუვათ…
ფოტოები, რომლებშიც დემი სრულიად შიშველი პოზირებს კამერის წინ, ინტერნეტში რამდენიმე საათის წინ გამოჩნდა და კიმ კარდაშიანის სურათები, რომელიც ვარსკვლავმა ჟურნალ Paper-ისთვის გადაიღო, უკან ჩამოიტოვა და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ინტერნეტი ააფეთქა…
“ერთადერთი რაც წარსულისგან ვისწავლე არის ის რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა“ – აცხადებს მომღერალი გამოცემასთან ინტერვიუში. ფოტოსესი კი, ისევე როგორც მისი ახალი ალბომი – “Confident”, რომელიც გაყიდვაში 16 ოქტომბრიდან ჩაეშვება, გვიჩვენებს თუ როგორია ის სინამდვილეში…
სანამ დემის ახალი ალბომი დღის სინათლეს იხილავს, ჩვენი საიტი საშუალებას გაძლევთ მომღერლის მონაწილეობით ჟურნალ Vanity Fair-ის ახალი ნომრის ფოტოები ნახოთ…