2016 წლის 5 თებერვალს მაყურებელი ნიკოლას სპარკსის კიდევ ერთი ნოველის ეკრანიზაციას იხილავს. “The Choice” – ასეთია ნამუშევრის სახელწოდება, რომლის რეჟისორიც როს კაცი გახლავთ, მთავა როლებს კი ტერესა პალმერი და ბენჯამინ უოლკერი ასრულებენ.
ფილმი გოგოსა და ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთის მეზობლები არიან. მოგვიანებით კი მათი ურთიერთობა სასიყვარულო ფორმას იძენს, თუმცა მათ წინ უამრავი პრობლემისა და თავსატეხის გადალახვა უწევთ ცხოვრებაში, რათა ბედნერ დასასრულამდე მივიდნენ, თუმცა როგორი იქნება მათი ბედნიერი დასასრული ამას მაყურებელი მომდევნო წლის თებერვალში გაიგებს.
გეტყვით, რომ სურათი სპარკსის სხვა ნამუშევრების მსგავსად ბევრი ამაღელვებელი და რომანტიკული მომენტით არის გაჯერებული, რაც შეყვარებულ წყვილებსა და სასიყვარულო ჟანრის ფილმების მოყვარულებს აუცილებლად მიიზიდავს.
სანამ “The Choice” კინოგაქირავებაში ჩაეშვება, შეგიძლიათ მის თრეილერსა და პოსტერს შეავლოთ თვალი, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა ინტერნეტში…
[jwplayer mediaid=”4175″]