რა ფოტოებს აქვეყნებს ნანიკო ხაზარაძე „იმედიდან“?

0
3978

25 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” ორი გადაცემა დაიხურა. “იმედის დილის” და “დღის შოუს” წამყვანები, მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ. როგორც „დღის შოუს“ წამყვანებმა ნანიკო ხაზარაძემ და ეკო ფანგანმა “მიუზიკ ბოქსს“ განუცხადეს, გადაცემების ფორმატი შეიცვალა და ცვლილებების მიზეზი სწორედ ეს გახდა. ცოტა ხნის წინ, ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ფოტოები გაავრცელა წარწერით: “coming soon… (მალე)” ფოტოებზე ხაზარაძე კოლეგებთან – თორნიკე კვერენჩხილაძესა და ნიკა წულუკიძესთან ერთადაა ასახული. განახლებულ სტუდიაში მაგიდასთან სამი წამყვანი ზის, უკანა ფონზე კი იკითხება წარწერა “იმედის დღე”, რაც სავარაუდოდ, ახალი გადაცემის სახელი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here