სულ რამდენიმე დღეს გავიდა მას შემდეგ რაც ამანდა სეიფრიდისა და მისი ბოიფრენდის – ჯასტინ ლონგის დაშორების შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა ქერა ლამაზმანი მარტოობას სულაც არ უჩივის და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს. მსახიობმა სოციალურ ქსელში ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ძალიან ბედნიერი სახე აქვს და ვერც იფიქრებთ, რომ ვარსკვლავი საყვარელლი მამაკაცის გარეშე დარჩა..
“ეს რამდენიმე კვირის წინ მოხდა“ – აცხადებს უცნობი წყარო ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში, თუმცა მედიისთვის ამანდასა და ჯასტინის დაშორების შესახებ მხოლოდ ახლაღა ხდება ცნობილი.
სეიფრიდმა და ლონგმა ერთმანეთი სოციალური ქსელის დახმარებით, 2013 წელს გაიცნეს და მალევე გააჩაღეს სასიყვარულო ურთიერთობა. მოგვიანებით აწ უკვე ყოფილები საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ ნიუ იორკში და ურთიერთობისთვის სერიოზული სახის მიცემასაც გეგმავდნენ, მაგრამ როგორც ჩანს მათ შორის ყველაფერი დასრულდა.
ჯერჯერობით ვარსკვლავები დაშორების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ და არც მედიისთვის არიც ცნობილი ვინ იყო ამ გადაწყვეტილების მიღების ინიციატორი…