აპირებს თუ არა საქართველოს დატოვებას ნანკა კალატოზიშვილი

0
459

”იმედია, სომალისთვის არ გამწირეს…“

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეყვარებულთან, ირაკლი კეიდიასთან დაშორების შემდეგ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი საქართველოდან წასვლას აპირებს. ნანკას, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად შევეხმიანეთ, თუმცა მსახიობმა ამ ამბავზე ბევრი იცინა.

”რა საინტერესოა. იმედია, სომალისთვის არ გამწირეს. ნეტავ, სად გამიშვეს, რა გაიმეტეს ჩემთვის (იცინის). აშკარად არსად წასვლას არ ვაპირებ. 8-10 ოქტომბერს პოლონეთში მიგვაქვს სპექტაკლი “ქალი ძაღლით“, მერე კი ისევ უკან დავბრუნდები. ისე, სად გამიშვეს, ხომ არ იცი?

არა, სამწუხაროდ, არ ვიცი…

(იცინის) ასე ვთქვათ, ჩეხოვის თვე მაქვს. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 6 ოქტომბერს ”სამ დას“ ვთამაშობთ და შემდეგ ჩეხოვის ”ქალი ძაღლით“ მიგვაქვს და რუსული კლასიკით რუსეთში ხომ არ გამიშვეს (იცინის)?