ტელეკომპანია „იმედში“ ცვლილებები ხორციელდება. “იმედის დილის“ წამყვანები გუშინ მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ, მათ შორის იყო “დღის შოუს“ წამყვანი სოფო ნარჩემაშვილიც.
აღნიშნული ცვლილებები დღის ეთერის ფორმატის ცვლილებას უკავშირდება. გადაცემები საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გახდა.
დილის ეთერის პროდუსერი, სოფო ნიკოლაიშვილი იქნება, შუა დღის ეთერს კი თამარ ღვინიანიძე გაუწევს ხელმძღვანელობას. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, “დღის შოუს“ წამყვანებიდან, “იმედზე“ მხოლოდ ეკო ფანგანი და ნანიკო ხაზარაძე დარჩებიან. ეკა ამირეჯიბი დილის ეთერში გადაინაცვლებს.
ინფორმაცია “მიუზიკ ბოქსმა“ ნანიკო ხაზარაძესთან გადაამოწმა:
– იმედზე განხორციელდა ცვლილებები, “დღის შოუ“ ფორმატს იცვლის და მე ვრჩები ერთ-ერთ წამყვანად. განახლებული ფორმატით ეთერში, ორშაბათიდან გავალთ. რატომ გადაწყდა ჩემი დარჩენა გადაცემაში, ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, დაელოდეთ ორშაბათს.
დარჩა თუ არა არხზე ეკო ფანგანი, ამის გადამოწმება თავად მასთან ვცადეთ, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.
გუშინ “მიუზიკ ბოქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, მანიკა ასათიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არხის დატოვება მასაც მოუწია, თუმცა ტაიმ-აუტი დიდხანს არ გაგრძელდება და შესაძლოა მომავალი სეზონიდან ის “იმედზე“ ისევ ვიხილოთ.