ტელეწამყვანი, მიკი ჯეჯელავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მაყურებელს ემშვიდობება.
“ასე იწყებოდა ყველაფერი და რაც იყო, იყო ძალიან მაგარი. პირველ რიგში მადლობა მაყურებელს, რომელმაც შეგვიყვარა და ეს არ მოხდებოდა უმაგრესი გუნდის გარეშე, რომელიც ამ გადაცემაზე მუშაობდა. ისევ შევხვდებით, ოღონდ სად და როდის ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს არც ერთს, მაგრამ ვიცით, რომ აუცილებლად შევხვდებით 🖤“ – წერს ჯეჯელავა.