მომღერალმა ანრი ჯოხაძემ გერმანიაში კონცერტი გამართა. ღონისძიების ორგანიზატორი გვანცა შალამბერიძე გახლდათ. ანრიმ ემიგრანტებისთვის გამართული კონცერტი, საქართველოს ჰიმნით გახსნა. დარბაზი მისი სიმღერისას ფეხზე წამოდგა და ატირდა. კონცერტი მიუნხენის საკონცერტო დარბაზ “Gasteig black box -ში” ჩატარდა. 300 კაციან დარბაზში, ემიგრანტები გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან შეიკრიბნენ. ქართველ მომღერალს სათვისტომოს თავმჯდომარემ, ლერი დათაშვილმა სიგელი გადასცა.