მაილი საირუსმა ახალი სინგლი წარმოადგინა

0
40

მაილი საირუსმა ახალი სინგლი წარმოადგინა, რომლის სახელწოდებაც “Hands of Love” გახლავთ. ტრეკი ინტერნეტში 2 ოქტომბერს გამოჩნდა და დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მსმენელის, ასევე მუსიკალური კრიტიკოსების მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ სიმღერა ახალი ფილმის “Freeheld”-ის საუნდტრეკია, რომელიც კინოგაქირავებაში ორიოდე დღის წინ ჩაეშვა. ნამუშევარი ჰომოსექსუალი წყვილის შესახებ მოგვითხრობს და რეალური ფაქტების მიხედვით არის გადაღებული. სურათში კი მთავარ როლებს ჯულიანა მური და ელენ ფეიჯი განასახიერებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ უიქენდზეშემსრულებელი Saturday Night Live-ის სტუმარი გახლდათ, სადაც მან ახალი ალბომიდან – “Miley Cyrus & Her Dead Petz”, ორი სიმღერა შეასრულა…

[jwplayer mediaid=”4015″]