კანის 70-ე ფესტივალის საკონკურსო სიაში, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, მთავარ სექციაში მოხვდა უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცუს ფილმი “იუპიტერის მთვარე”, სადაც მთავარ როლს სწორედ მერაბ ნინიძე ასრულებს. კონკურში მონაწილეობას, მსოფლიო მასშტაბით შერჩეული, თვრამეტი ფილმი მიიღებს. მათ შორის არის ჰანეკესა და იზაბელ იუპერის მორიგი ერთობლივი კინოსურათი “HAPPY END” და სოფია კოპოლას ახალი ფილმი, სადაც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი და კირსტენ დანსტი ასრულებენ. ამავე კატეგორიაში არის წარდგენილი ფრანსუა ოზონის და მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმები.
კანის კინოფესტივალზე ვანესა რედგრეივი მის სადებიუტო ფილმს “Sea Sorrow” წარუდგენს მაყურებელს, ასევე შედგება კრისტენ სტიუარტის მოკლემეტრაჟიანი ფილმის “Come Swim” პრემიერაც.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ესპანელი რეჟისორიი, პედრო ალმოდოვარი იქნება, რომელსაც რამდენჯერმე აქვს მიღებული ოქროს პალმის რტო, მათ შორის საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისთვის.
ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ოსკარის ნომინანტი იზაბელ იუპერი კი პროგრამა Women in Motion-ის წლევანდელი სახე გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ იუპერი ფესტივალს მნიშვნელოვანი მისიით დაესწრება – ის კანში ჩასულ ქალ კინოხელოვანებს კინოინდუსტრიაზე დაელაპარაკება.
კანის კინოფესტივალი წელს 17 მაისს დაიწყება